Logo

“მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა ნამდვილი ევროპელებივით”

საზოგადოება
996
Frontnews image description

ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში ყურება, რადგან ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და არაპოლიტიზირებულ სამართლას, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ერთი წლის წინ მიულოცა საქართველოს 8 მარტის შეთანხმება, თუმცა ერთი წლის შემდეგ, დღეს ქვეყანაში დემოკრატიის კუთხით, უფრო რთული სიტუაციაა.

"ვეცდები, არ დავიწყო სერიოზული განცხადებით, რომ ჩემი მოხსნება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე იმდენად მნიშვნელოვანია, ვიღაც ცდილობდა ჩემი სიგნალის ჩახშობას. ჩვენ ეს კრიზისი აღმოვფხვერით და იმედი მაქვს, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსაც დავძლევთ.

ძალიან რთულია საქართველოს ასეთ ღრმა და ხანგრძლივ პოლიტიკურ კრიზისში ყურება, რადგან ეს არის დემოკრატიის კრიზისი. დემოკრატიის სიმწიფე ნიშნავს არჩევნების გამჭვირვალობას, კანონის უზენაესობას და არაპოლიტიზირებულ სამართლას. ერთი წლის წინ გულწრფელად მივულოცე 8 მარტის შეთანხმება და იმედი მქონდა, რომ დემოკრატია ნორმალურ ყოფას დაუბრუნდებოდა. სამწუხაროდ, ერთი წლის შემდეგ საქართველო იმაზე რთულ, უარეს სიტუაციაშია, ვიდრე იყო. არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო საქართველოს პოლიტიკურ თამაშებში, სადაც ერთმანეთს ადანაშუალებენ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, დაიწყონ მოქცევა ნამდვილი ევროპელებივით, რომლებიც ისწრაფვიან, ევროპული საზოგადოების წევრი გახნდნენ. 

გამოვიყენებ შესაძლებლობას და შევაქებ იმ საქმეს, რომელიც შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. იმედი მაქვს, ჩვენი მეგობრები სქართველოში ხვდებიან, რომ ეს არის მათ კრიზისში ჩვენი უმაღლესი ჩართულობა და მოვუწოდებ ჩვენს მეგობრებს საქართველოში, კრახი არ განიცადონ ამ შესაძლებლობაში“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.
 

თაგები:

Advertisement