“მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაფიქრდნენ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეუწყვიტონ უფლებამოსილება დეპუტატებს”


ავტორი
Front News საქართველო
აიძულო ადამიანები, იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის, დიქტატურის და თვითნებობის გამოხატულება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
„ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები მაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნება“ ეძებს საბაბს იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილოს დეპუტატების განცხადება, რაც იქნება კანონის ხელახალი დარღვევა. მინდა გითხრათ, რომ მოვა დროს, როდესაც ჩვენ მიერ ესეც იქნება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოყენებული, იმიტომ, რომ აიძულო ადამიანები, იმუშაონ საკუთარი ნების გარეშე იქ, სადაც არ უნდათ, ესეც არის ავტორიტარიზმის, დიქტატურის და თვითნებობის გამოხატულება.
ასე, რომ ხელისუფლებისაგან, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება, ველოდები, რომ ასევე მიიტაცებს კონკრეტული პიროვნებების ნებას და არ მოუხსნის უფლებამოსილებას.
მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, დაფიქრდნენ, იმოქმედონ კანონის შესაბამისად და შეუწყვიტონ უფლებამოსილება იმ დეპუტატებს, რომლებმაც ამის თაობაზე განცხადება უკვე დაწერეს“, – განაცხადა ბობოხიძემ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა