“მოვუწოდებ ყველას – შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე”

ავტორი
Front News საქართველო
"პროგრესი და თავისუფლების" წარმომადგენელი კახა ოქრიაშვილი მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ სახელით, მინდა გამოვეხმაურო მიმდინარე მოლაპარაკებებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან.
მოლაპარაკებების წინაპირობა, პირველი ეტაპი არის პოლიტიკური პატიმრების განთავისუფლება.
დღეს ყველამ, მათ შორის მმართველმა ძალამ და მოლაპარაკებაში ჩართულმა მედიატორმა თუ ფასილიტატორმა მხარემ აღიარა, რომ საქართველოში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არ ეხება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე პოლიტიკურ ჯგუფს. შესაბამისად, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას წარმოადგენს ახალი საპარლამენტო არჩევნები.
მოვუწოდებ ყველას – შევთანხმდეთ ახალი არჩევნების თარიღზე!", – აღნიშნულია განცხადებაში
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


