
ავტორი
Front News საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
"წმინდა მიწაზე განვითარებული საომარი მოქმედებები ადგილობრივ მცხოვრებთა და მთელი რეგიონის უდიდესი განსაცდელია, მაგრამ იგი, ამავე დროს, მილიონობით სხვა ადამიანის გულისტკივილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, რადგან ჩვენი სულიერი ცხოვრება დიდად იყო და არის დაკავშირებული იერუსალიმთან და წმინდა მიწასთან.
ამიტომაც, ბუნებრივია, ფრიად ვწუხვართ შექმნილი დაძაბული ვითარების გამო და მოვუწოდებთ ჩვენს მოსახლეობას, ყოველდღიურ ლოცვებთან ერთად, განსაკუთრებულად შესთხოვონ ღმერთს მშვიდობა როგორც იერუსალიმისა და წმინდა მიწისთვის, ისე საქართველოსა და მთელი მსოფლიოსათვის.
„ღმერთი მშვიდობისაჲ იყავნ ყოველთა თანა, ამინ!“, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს