“მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება”

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ამერიკის საელჩო "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ეხმაურება.
საელჩო მოუწოდებს ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ.
"ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არავის ემსახურება, გარდა მათი, ვისაც სურს შეარყიოს საქართველოს სტაბილურობა. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად", – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
თაგები:





