
ავტორი
Front News საქართველო
არასამთავრობო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმე სიღრმისეულად და გამჭვირვალედ გამოიძიოს.
„ასობით ჟურნალისტი შეიკრიბა დღეს „ტვ პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას პატივის მისაგებად, რომელიც ექვს დღეში გარდაიცვალა ულტრა-მემარჯვენე თავდამსხმელების მიერ ცემის შემდეგ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სიღრმისეული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ოფიციალური გამოძიებისკენ“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციამ გუშინაც გაავრცელა განცხადება, სადაც ვრცლად არის აღწერილი ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის შემთხვევა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გარემოების სიღრმისეულ, მიუკერძოებელ გამოძიებაზეა ყურადღება გამახვილებული.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს