Logo

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში”

საზოგადოება
487
Frontnews image description

ჰელსინკის კომისია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას ნიკა მელიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

"როგორც „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ერთგულება აქვს გაცხადებული. მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის მთავარ ოფისზე თავდასხმა და მისი ლიდერის თვითნებურად დაკავება დემოკრატიულ პროგრესს არ შეესაბამება. 

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოს ნიკა მელია, განმუხტოს კრიზისი და ხელახლა ჩაერთოს დიალოგში, აგრესიის ნაცვლად“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ამერიკელი სენატორი როჯერ უიკერი, სენატორი ბენ კარდინი, კონგრესმენი ელსი ჰეისტინგსი და ჯო უილსონი.
 

თაგები:

Advertisement