“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები, რომ დიალოგი შედგეს”


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციის ლიდერები მზად არიან დიალოგისთვის და დეესკალაციისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ჟიგიმანტას პავილიონისი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯი და მიიღონ გადაწყვეტილებები, რათა დიალოგი შედგეს.
„მე ნამდვილად ვაფასებ ყველა ლიდერის შეხვედრას. ვფიქრობ, ისინი მზად არიან დიალოგისთვის და დეესკალაციისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლისთვის, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობისთვის, რომლისთვისაც ჩვენ ნამდვილად ვიბრძვით. თქვენ დიდი დღე გაქვთ ხვალ, ეს არის კონსტიტუციის დღე. 25 თებერვალი ასევე მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც გვახსენებს ჩვენ საქართველოს თავისუფლების დაკარგვას. ვიმედოვნებთ, ეს დღეები იქნება ერთიანობისა და დიალოგის დღეები და არა ესკალაციის. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადადგან ნაბიჯი, მიიღონ აუცილებელი გადაწყვეტილებები, რომ დიალოგი შედგეს. ჩვენ წარმოვადგენთ პატარა, მოკრძალებულ ქვეყანას ლიეტუვას, რომლის ბედი ასე ძლიერ ჰგავს თქვენსას. ჩვენ ყველა ერთად ვცხოვრობდით ერთსა და იმავე ციხეში და თავი დავაღწიეთ ამ ციხეს. გვსურს, საქართველო გაჰყვეს ჩვენს გზას. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ამ შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, ერთად მივაღწევთ ამ შედეგს“, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს