
ავტორი
Front News საქართველო
"ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან.
აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა საზოგადოებას მოუწოდა, შეუერთდნენ და ჰესის მშენებლობა გააპროტესტონ.
„დავიძრებით თავისუფლების მოედნისკენ და იქ შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ 26 მაისი არის ჩვენი დღე. იქიდან მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ 26 მაისს არ უნდა მივიდეს აღლუმზე, არამედ უნდა მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის. ერთხელ და სამუდამოდ, შევიგრძნოთ ნამდვილი თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფასი. ამაში თითოეულმა ჩვენგანმა მივიღოთ მონაწილეობა. დავიძრათ თავისუფლების მოედნისკენ და იქიდან გავაკეთოთ მოწოდება, რომ ყველა ვერთიანდებით ჩვენი ქვეყნის საშენებლად“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს