მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა


ავტორი
Front News საქართველო
ხაშურის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ 51 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატი მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
გამოძიების ინფორმაციით, 51 წლის მამაკაცმა 16 წელს მიუღწეველი მოზარდი გააუპატიურა, მასზე ფიზიკურად იძალადა და დანის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მუქარა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) და 141-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარყვნილი ქმედება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 15-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
თაგები:
გაუპატიურება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს