
ავტორი
Front News საქართველო
ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი“ სპექტაკლს “სისხლის ძახილი” ითამაშებს.
სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი სკოლის პედაგოგი ირმა გაჩეჩილაძეა.
პრემიერა “პროგრესის” ქუთაისის ფილიალში გაიმართა. 15 მაისს კი თბილისელი მაყურებლისთვის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იქნება წარმოდგენილი და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.
ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესის” თბილისის, ქუთაისის და ბათუმის ფილიალებში მოსწავლეთა კულტურულ – საგანმანათლებლო კლუბები აქტიურად ახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, სადაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა გამოავლინონ ნიჭი და საკუთარი შემოქმედება ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.
მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდში მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთშიც საზაფხულო სკოლის ფარგლებში გასვლითი ღონისძიებებით გეგმავენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, სადაც მოსწავლეები კულტურულ აქტივობებს გაერო-ს შტაბბინაში, ბრიტანეთში პარტნიორ სკოლებში განახორციელებენ.
თაგები:
სკოლა პროგრესი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს