
ავტორი
Front News საქართველო
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალში თოვლის წმენდის სამუშაოები დასრულდა.
დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში, საავტომობილო გადაადგილება შეფერხდა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ მრავალძლის საავტომობილო გზაზე თოვლის წმენდის სამუშაო პროცესი სამი დღის მანძილზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის თოვლის საფარისგან გაიწმინდა როგორც სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო, ისე ტაძრამდე მისასვლელი და შიდა საუბნო გზები.
პრობლემურ უბანზე მიმდინარე სამუშაო პროცესს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მრავალძალში მერის წარმომადგენელ ზურაბ სხირტლაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.
თაგები:
სერგი ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს