
ავტორი
Front News საქართველო
93 წლის ასაკში მსახიობი ლამზირა ჩხეიძე გარდაიცვალა, ინფორმაციას საქართველოს თეატრალური საზოგადოება ავრცელებს.
ლამზირა ჩხეიძე 1952 წლიდან იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი. 1953-1956 წლებში პარალელურად მოღვაწეობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში პედაგოგად.
მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: რუსუდანი (ი. ვაკელის „რვალი“), სუზონ (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), ლიდა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“), ფენია (კ. მალიარევსკის „ქარიშხლის წინ“), ქეთო (ვ. როზოვის „ხალისიანი მეგობრები“), ივლიტე ბოსტოღანაშვილი (კ. ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“), ოფელია (შექსპირის „ჰამლეტი“), ცოლი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე”) და სხვ.
შექმნილი აქვს რამდენიმე საინტერესო სახე ქართულ კინოსა და სატელევიზიო ფილმებში, აგრეთვე ლიტერატურულ-დრამატულ რადიო გადაცემებში. ლამზირა ჩხეიძე იყო საზოგადო მოღვაწისა და მწერლის, დავით ჩხეიძე-თურდოსპირელის შვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid02mSDgSGKxQAWSSXTTEorE8sWLuhEHsBfDF21iKgTA5EBXffrFCnULuQ9hoNKUu8mCl%26id%3D100023977356532&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”825″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მსახიობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს