Logo

მსახიობი რეი ლიოტა გარდაიცვალა

მსოფლიო
876
Frontnews image description

67 წლის ასაკში  ამერიკელი კინომსახიობი რეი ლიოტა გარდაიცვალა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ის დომინიკანას რესპუბლიკაში იმყოფებოდა და ძილში გარდაიცვალა, სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 

ლიოტა დომინიკანის რესპუბლიკაში ფილმ „საშიში წყლების“ გადაღებებში მონაწილეობდა. 

 

რეი ლიოტას პოპულარობა 1990 წელს მარტინ სკორსეზეს კინოფილმ „დიდებულ ბიჭებში“ განსახიერებულმა განგსტერ ჰენრი ჰილის როლმა მოუტანა.

 

ლიოტა 1988 წელს ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე.

თაგები:

მსახიობი
Advertisement