Logo

მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა

საზოგადოება
696
Frontnews image description

69 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.

 

ტრისტან სარალიძე 1980 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

 

კინოდებიუტი შედგა ფილმში: “ბეღურების გადაფრენა” (თ. ბაბლუანი, 1980). კოლორიტული სახეები შექმნა ფილმებში : “სიყვარული ყველას უნდა” (გ. შენგელაია, მ. ჭიაურელი, უმც., 1980), “ადამიანთა სევდა” (გ. ჩოხელი, 1984), “ბატონი ავანტიურისტები” (ბ. ჩხეიძე, 1985), “ლომა” (ბ. რაჭველიშვილი, 1987), “ჩემი პირველი სიყვარული” (ს. ჯაჭვლიანი, 2003), “სკამი” (ლ. ბზვანელი, 2004). მთავარი როლი შეასრულა ფილმში: “თედო” (ა. შანშიაშვილი, 2005).

 

მონაწილეობდა სხვა ქვეყნის კინოსტუდიებში გადაღებულ ფილმებში (“ნაბრძანებია ცოცხლად შეპყრობა”, “ლიტვური ტრანზიტი”, “გალია” და სხვ.), ტელესერიალებსა და სარეკლამო კლიპებში.

თაგები:

Advertisement