
ავტორი
Front News საქართველო
84 წლის ასაკში ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ციალა გურგენიძე გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ციალა გურგენიძე ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ყარაულაშვილი ქეთოს როლს ასრულებდა.
1964 წლიდან იყო თბილისის მუსკომედიის თეატრის წამყვანი მსახიობი; შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული მთავარი როლი, მათ შორის: ბუჭუტა (შ. ჯოჯუა “უცნაური მკვლელობა”), ბოლოქანქარა (ს. ცინცაძე “სიმღერა ტყეში”), მარიტა (ო. თევდორაძე “შვეიკი მიდის ფრონტზე”), ეკა, დოფინა (შ. მილორავა “სიმღერა თბილისზე”, “გზა, ყარამანს ქალი მოჰყავს”), ლოტა, მირანდოლინა, მარგო (გ. ცაბაძე “ჩემი შეშლილი ძმა”, “მირანდოლინა”, “კურკას ქორწილი”); სხვა რეპერტუარი: ანჟელიკა (მოდუნიო “შავი ურჩხული”), ჩანიტა (მილიუტინი “ჩანიტას კოცნა”), თელი (ჰაჯიბეკოვი “არშინ მალალან”), მარჯორი (ლოუ “ჩემი მშვენიერი ლედი”).
თაგები:
მსახიობი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს