
ავტორი
Front News საქართველო
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ რიონის ხეობის მცველების ულტიმატუმი მიუღებელია.
"ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა. ამ პროცესში მოვუწოდებთ მონაწილეობა მიიღონ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ და იგივე საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა. მშვიდობიანად ვეპატიჟებით უბრალოდ მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში, რაც შეეხება ულტიმატუმებს, ის ჩვენთვის რა თქმა უნდა, მიღებელია.
პოლიცია მთელი ამ პერიოდის მანძილზე იმყოფება იქ მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ იყოს დაცული უსაფრთხოება. სამწუხარო შემთხვევა მოხდა, როდესაც კარვებიდან გამოსული ადამიანი რიონისკენ გაემართა და გაუჩინარდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უბედური შემთხვევაც სწორედ წყლის მატებასთან იყო კავშირში"-განაცხადა თურნავამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს