Logo

მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უკრაინელ, ბელარუს და რუს უფლებადამცველებს გადაეცათ

მსოფლიო
1205
Frontnews image description

მშვიდობის დარგში 2022 წლის ნობელის პრემია უკრაინელ, ბელარუს და რუს უფლებადამცველებს გადაეცათ.

 

პრემია რუსულმა “მემორიალმა“, უკრაინულმა სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრმა და ბელარუსის ადამიანის უფლებათა ცენტრ “ვესნას“ დამფუძნებელმა ალეს ბელიაცკიმ გაინაწილეს.

 

“მშვიდობის დარგში პრემიის ლაურეატები წარმოადგენენ სამოქალაქო საზოგადოებას თავიანთ ქვეყნებში. ისინი მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მათ განსაკუთრებული ძალისხმევა გამოიჩინეს ომის დანაშაულების, ადამიანის უფლებების დარღვევისა და უფლებამოსილების გადამეტების დოკუმენტაციის საქმეში. ისინი მშვიდობისა და დემოკრატიისთვის სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას ცხადყოფენ“, – აღნიშნულია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

თაგები:

უკრაინა
Advertisement