Logo

“მშვიდობის ფასი უკიდურესად მაღალია” – ზალუჟნიმ უკრაინის პარტნიორებს მიმართა

უკრაინა
1154
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ პარტნიორებს შობა მიულოცა და მშვიდობის ფასის შესახებ ისაუბრა, რომელსაც უკრაინა ახლა იხდის.

 

“გულწრფელად ვულოცავ ჩვენს პარტნიორებს და ყველას, ვინც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს, მომავალ დღესასწაულებს. ძვირფასო ძმებო! მადლობა მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვართ ამ რთულ, უსამართლო და გაუმართლებელ ომში“, – განაცხადა ზალუჟნიმ.

 

მისივე თქმით, მადლობას უხდის პარტნიორებს უკრაინელი დამცველების სახელით, რომელთა ხელშიც დასავლეთის ქვეყნების იარაღი ანადგურებს მსოფლიო ბოროტებას და იხსნის უდანაშაულო სიცოცხლეს.

 

“მშვიდობის ფასი ძალიან მაღალია. დაიმახსოვრეთ ეს, შეხედეთ ცას და მასზე შობის ვარსკვლავს. ილოცეთ უკრაინელი მეომრებისთვის, რომლებიც ახლა სანგრებიდან იცავენ სამყაროს უბედურებისგან და მერწმუნეთ, უფალი იქ არის, მათთან, სინათლისა და სიკეთის, სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ერთად გავიმარჯვებთ!”, – განაცხადა ზალუჟნიმ.

Advertisement