Logo

მსხვერპლი, დაშავებულები და ნგრევა - კიევზე რუსების მორიგი თავდასხმის შედეგები

უკრაინა
133
Frontnews image description

კიევში, 14 ნოემბრის ღამეს მასიური დაბომბვის შემდეგ, სამი ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებიდან ცხედრების ამოყვანა ჯერ ვერ შეძლეს, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

"წინასწარი ინფორმაციით, სამი ადამიანი დაიღუპა დედაქალაქში. ჩვენ ვაზუსტებთ ინფორმაციას, რადგან მაშველები ცხედრების ამოყვანას ჯერ ვერ ახერხებენ", - განაცხადა კლიჩკომ.

სულ დაშავდა ქალაქის 26 მცხოვრები, მათ შორის ორი ბავშვი - 7 და 10 წლის.

ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ორსული ქალი. დანარჩენებმა დახმარება ადგილზე ან ამბულატორიულად მიიღეს.

დღეს ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასიური შეტევა კიევსა და რეგიონზე დამრტყმელი დრონების და სხვადასხვა ტიპის რაკეტების გამოყენებით. 

უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე უბანში საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა, მათ შორის ბინებში ხანძარი გაჩნდა.

Advertisement