მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გარდაიცვალა – ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
27 წლის მოჭიდავე გარდაცვლილი ხობში, საკუთარ სახლში იპოვეს.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, მან სიცოცხლე სავარაუდოდ, სუიციდით დაასრულა.
ნუგზარ წურწუმიას მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის გარდა, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აქვს მოპოვებული, გარდა ამისა, ის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოსმედალოსანია.
თაგები:
ნუგზარ წურწუმია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს