Logo

მსოფლიო ლიდერები ირაკლი ღარიბაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

პოლიტიკა
27.05.2023 / 11:23
Frontnews image description

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვები მიიღო.

 

პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ: თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი პიტერ ფიალა,  საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრი დრიტან აბაზოვიჩი, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი გალაბ დონევი,  რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი ჩიუკა, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტი, დუბაის საამიროს მმართველი და პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი, კატარის პრემიერ-მინისტრი შეიხი მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ-თანი, უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი, ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი აკილბეკ ჟაპაროვი და ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტი ჯოკო ვიდოდო.

Advertisement