
ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ გარკვეულ ბიუროკრატიულ პროცედურებს დრო დასჭირდება, თუმცა მელია საპატიმროს დღესვე დატოვებს.
"მას შემდეგ რაც სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. ეს არის ალბათ, წუთების ამბავი. მე უბრალოდ მინდა კომენტარი გავაკეთო დღევანდელ გადაწყვეტილებაზე: ჰოი საოცრებავ, დამოუკიდებელმა მართლმსაჯულებამ მიიღო გადაწყვეტილება და როგორ დაემთხვა მოსამართლის გადაწყვეტილება პროკურატურის შუამდგომლობას და იმ თანხას, რომელიც ევროკავშირმა გადმორიცხა ნიკა მელიას ტყვეობიდან დასახსნელად. დღეს იყო კლასიკური მაგალითი როგორი დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გვყავს საქართველოში. იურისტთა წრეში ამ საქმემ უკვე შეიძინა სამართლებრივი ნოუჰაუსს მაგალითი, ყველა ნაბიჯზე, ყველა ეტაპზე ხდება რაღაც სამართლებრივი პრეცედენტი, ამასთან, მსოფლიოში პირველად, პოლიტიკური ლიდერის გამოსასყიდი გადაიხადა ევროკავშირმა.
ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებასაც იღებენ ხელისუფლებაში, სწორედ იმდაგვარად ვითარდება მოვლენები. დღეს, როგორც დაიჭირეს პოლიტიკურად, ისე პოლიტიკურად გაუშვეს"-აცხადებს კონდახიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს