Logo

მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავი რუსეთის საზღვაო ძალების შემადგენლობაში აღარ იქნება

მსოფლიო
1427
Frontnews image description

რუსეთმა საზღვაო ძალებიდან მსოფლიოში ყველაზე დიდი ატომური წყალქვეშა ნავი “დიმიტრი დონელი” გაიყვანა, ახლა ის ელოდება განკარგვას, – ამის შესახებ რუსეთის ფლოტის მხარდამჭერი მოძრაობის თავმჯდომარემ ვლადიმერ მალცევმა განაცხადა.

 

ცნობილია, რომ მისი განადგურება მოხდება სევეროდვინსკის საზღვაო ბაზაზე, იმავე პროექტის ორ სხვა წყალქვეშა ნავთან ერთად 941 ინდექსით.

 

წყალქვეშა ნავი “დიმიტრი დონელი” ფლოტის შემადგენლობაში 1980 წელს შევიდა 941 პროექტის ფარგლებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ის იყო ყველაზე დიდი ზომის (172 მ სიგრძის და 23 მ სიგანის).

 

სამხედრო-პოლიტიკურმა მიმომხილვევლმა ალექსანდრე კოვალენკომ ადრე განაცხადა, რომ რუსული ფლოტი პრაქტიკულად ბრძოლისუუნაროა. ფრთოსანმა რაკეტებმა “კალიბრმა” იგი უიარაღოდ აქცია. 

 

უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ერთადერთი ავიამზიდი “ადმირალი კუზნეცოვი” ავარიულ მდგომარეობაშია. სპეციალისტების შეფასებით, მისი მდგომარეობა გაშვების საშუალებას არ იძლევა.

თაგები:

რუსეთი
Advertisement