მსვლელობა – “მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა” დასრულდა

ავტორი
Front News საქართველო
მსვლელობა – “მარად და ყველგან საქართველოვ, მე ვარ შენთანა” ვაკის პარკთან დასრულდა.
აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბნენ და ვაკის პარკამდე მსვლელობით მივიდნენ.
სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, კულტურისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მსვლელობის მონაწილეები ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან, სადაც იქ მყოფ ადამიანებს შეუერთდებიან.
თაგები:
მსვლელობა




