"მთა თავისუფლებისთვის" წევრები მსვლელობას მართავენ


ავტორი
Front News საქართველო
"მთა თავისუფლებისთვის" წევრები თბილისში, ფილარმონიასთან იკრიბებიან.
მთამსვლელები, მოთხილამურეები და გიდები აღნიშნული ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი მიზანი ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენაა და ემიჯნებიან ყველანაირ ძალადობას.
"ჩვენ ყველა ცალ-ცალკე ყოველთვის ვცდილობდით, რომ ჩვენი სიტყვა გვეთქვა იმ სივრცესა და პროფესიაზე, რასაც მთა და მთის განვითარება ჰქვია ამ სფეროში. დაგვეცვა კულტურული მემკვიდრეობა, გარემო, წინ წაგვეწია ის ადგილები, რომლებიც არასწორი პოლიტიკის გამო ცუდად ვითარდებოდა. ჩვენ ყველა ვერთიანდებით, ვუერთდებით მშვიდობიან პროტესტს და ვემიჯნებით ძალადობას. ესაა ქვეყნის დანგრევა, როდესაც ვხედავთ ავტოკრატიის დამკვიდრების სერიოზული ფუნდამენტის ჩასხმას და სინდისისა და პოლიტიკური პატიმრების არსებობას ქვეყანაში", - განაცხადა ერთ-ერთმა მონაწილემ.
თაგები:
მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს