“მთავარი არხის” თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე 2 პირი ამხილეს


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ტელეკომპანია “მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 2 პირი ამხილა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 26 აგვისტოს, ტელეკომპანია “მთავარი არხის“ ჟურნალისტი ემა გოგოხია და ოპერატორი ნიკა გვალია მესტიის რაიონის სოფელ ხაიშში მდებარე ხე-ტყის გადამმუშავებელი ერთ-ერთი საამქროს ტერიტორიაზე სიუჟეტის მოსამზადებლად იმყოფებოდნენ. რა დროსაც ბრალდებულები “მთავარი არხის” თანამშრომლებს, სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრნენ და ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.
აღნიშნული ქმედებით, ემა გოგოხიას და ნიკა გვალიას პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეეშალათ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულში მხილებულ ორივე პირს ბრალდება პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინა”, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
თაგები:
მთავარი არხი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს