“მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში აუცილებლად”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი.
"ეს არ არის ვიწროპარტიული გადაწყვეტილება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს არა მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", არამედ მთლიანად ოპოზიციის და ქვეყნის ბედს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ის კონსულტაციები, რომელიც მიმდინარეობს.
ჩემი პერსონალური მოსაზრება არის ის, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში აუცილებლად იმისთვის, რომ განვახორციელოთ რეფორმები ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელად, იმიტომ რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს ნორნალურ და სამართლიან გარემოში"-აცხადებს ბოკუჩავა.
თაგები:





