Logo

მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს

Frontnews image description

საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტზე ახალი ტენდერის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურებების შეძენას გეგმავს. 

 

გამარტივებული შესყიდვის შესახებ ინფორმაცია ანაკლიის ნავსადგურის განვითარების სააგენტომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოაქვეყნა.

 

კონსულტაციების შესყიდვის ღირებულება 1 მილიონი ლარია.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “საკონსულტაციო ჯგუფმა, რაც შეიძლება მცირე დროში უნდა განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებებია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის”.

 

საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება 2022 წლის იანვარში გაწყვიტა. 

თაგები:

ანაკლია
Advertisement