
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობამ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა შეიმუშავა.
პროექტის დეტალები, საკონკურსო პირობები, ვადები და შერჩევის კრიტერიუმები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა მკაფიო საკონკურსო კრიტერიუმების განსაზღვრის აუცილებლობას, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალგაზრდებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ.
პროექტის დეტალებზე პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება, რის შემდეგაც კონკურსი გამოცხადდება. პროგრამა 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას მისცემს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თაგები:
ირაკლი კობახიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს