
ავტორი
Front News საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე საქმისწარმოება შეწყდა. ამის შესახებ საკონსტიტუციოს მიერ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებებშია აღნიშნული.
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს:
შეწყდეს საქმე №1711 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
შეწყდეს საქმე №1723 კონსტიტუციურ სარჩელზე („საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ“).
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელებით გასული წლის ზაფხულში მიმართა.
თაგები:
საკონსტიტუციო სასამართლო
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს