
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტზე მთავრობამ უარი უთხრა.
აღნიშნულის შესახებ განკარგულება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა
“საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 74 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტს უარი ეთქვას 2024 წლის 10 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქალაქ ვილნიუსში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებულ 2024 წლის 27 მარტის № 2183 წერილით წარმოდგენილ წინადადებაზე“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განკარგულებაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.
თაგები:
სალომე ზურაბიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს