
ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს.
სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საბჭოს წევრებს ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
აღინიშნა, რომ მიუხედავად მსოფლიოში შექმნილი ვითარებისა, ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს და აღნიშნული ტენდენციის შესანარჩუნებლად მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობას აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.
თაგები:
ირაკლი ღარიბაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს