მთავრობის ადმინისტრაციაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია “სისხლის დონაციის ბანკის“ მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას შეუერთდა.
გაღებული სისხლით შეივსება “სისხლის დონაციის ბანკის“ სარეზერვო მარაგი.
“მოხარული ვართ, რომ მთავრობის ადმინისტრაცია შეუერთდა სისხლის ბანკის მიერ ორგანიზებულ სისხლის ჩაბარების აქციას. ამით კიდევ ერთხელ გამოვხატავთ ზრუნვას ჩვენი მოქალაქეების მიმართ. მისასალმებელია, რომ ამ აქციას ბევრი თანამშრომელი შეუერთდა და არის ძალიან დიდი აქტივობა“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მსგავსი აქცია პერიოდულად იმართება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს