
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე მათ მხარდასაჭერად იმყოფებიან პოლიტიკოსები და მოქალაქეები.
აქტივისტებმა კანცელარიის მიმდებარედ რკინის ღობეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, პლაკატები გააკრეს.
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე თვეა, მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ.
პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით კანცელარიასთან ღამე მეორედ გაათენეს, თუმცა ღარიბაშვილი მათ არ შეხვდა.
ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოადგილეები კი გუშინ მეორედ შეხვდნენ მშობლებს, თუმცა აზარაშვილმა განაცხადა, რომ ამ მედიკამენტით მკურნალობას არცერთი სახელმწიფო არ აფინანსებს, მშობლები კი აცხადებენ, რომ მედიკამენტი ევროპულ ქვეყნებში ფინანსდება.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს