მთავრობის ადმინისტრაციასთან ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა.
ბებუას ოჯახის წევრების თქმით, ირაკლის ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა.
როგორც ბებუას დედამ ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
“ერთადერთი მოთხოვნაა ჩემი შვილის, ირაკლის გათავისუფლება. ირაკლი ღარიბაშვილთან განცხადება შევიტანეთ და გვაინტერესებს, რას მოქმედებენ. ბავშვს უამრავი პრობლემები აქვს, ცე ჰეპატიტი, თავის და წელის ტკივილი. გვსურს, რეაგირება მოახდინონ და შევხვდეთ ირაკლი ღარიბაშვილს. ორი თვეა განცხადება შეტანილი გვაქვს, მაგრამ არანაირი პასუხი არ არის. გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ჩემი შვილი გათავისუფლდეს“, – განაცხადა ლალი ფიფიამ.
2020 წლის 8 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ირაკლი ბებუას თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა უკანონოდ მიესაჯა.
თაგები:
აქცია
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


