მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტს დღეს წარედგინება


ავტორი
Front News საქართველო
პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ პარლამენტმა მთავრობის ახალი გუნდი უნდა დაამტკიცოს. დღეს გაირკვევა, ვინ შეინარჩუნებს მინისტრის პორტფელს, მთავრობის ახალი შემადგენლობა პარლამენტის ბიუროს წარედგინება, რომლის სხდომაც 18:00 საათზეა ჩანიშნული.
ამის შემდეგ, კანდიდატურებს საკომიტეტო და ფრაქციების ფორმატში განიხილავენ.
ნდობას მთავრობას პარლამენტი უკვე მომავალ კვირაში გამოუცხადებს, ამისათვის საჭირო 76 დეპუტატის ხმა მმართველ პარტიას აქვს.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. "ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
თაგები:
