მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი კიდევ სამმა საპარლამენტო კომიტეტმა დაუჭირა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.
ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებმა პროგრამას და განახლებულ მთავრობას მხარი ერთხმად დაუჭირეს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიდან მხარდაჭერა 9 წევრმა გამოხატა, ერთი კი, წინააღმდეგი იყო. კენჭისყრა ფარული წესით გაიმართა.
საქართველო პარლამენტში ნდობის მისაღებად შემუშავებული 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა წარუდგინა.
იქამდე, დღის პირველ ნახევარში, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი ხუთმა კომიტეტმა: საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა დაუჭირეს.
თაგები:
