
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის კანცელარიასთან ამ დროისთვის მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება, სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციული შენობისაკენ გადაინაცვლეს.
მათი მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადაყენებაა.
სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილი არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას და მან პრემიერის პოსტი უნდა დატოვოს.
“ირაკლი ღარიბაშვილი დღეს არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, ის არ წარმოადგენს ქართველი ხალხის პოზიციას, აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მოვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას, ისევე მკაფიოდ, როგორც მან მკაფიოდ განაცხადა, რომ არ უერთდება სანქციებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცივილიზებული სამყარო ჩვენ ისევე აღგვიქვამდეს, როგორც უკრაინას, ანუ, როგორც ბრძოლაში და ომში მყოფს უკრაინასთან“, – განაცხადა ვასილ ურუშაძემ.
აქციაზე მოქალაქეები უკრაინისა და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით არიან მოსული, ისინი შეძახილებით მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინას.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს