“მთელი მისი გამოსვლა დღეს საქართველოს პარლამენტში, ჩემი აზრით, ფუჭი და არაფრის მომცემი იყო”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სალომე სამადაშვილისთვის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი მოხსენება ფუჭი იყო, იმის ფონზე, რომ მას პოლიტმატირების საკითხის გადაჭრა შეეძლო და საამისოდ, არაფერი მოიმოქმედა.
"როდესაც გიორგი რურუასთან მიმართებაში საქართველოს პრეზიდენტს ნამდვილად ხელეწიფება, რომ გამოიყენოს შეწყალების საკონსტიტუციო მექანიზმი და ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც პოლიტმატიმრების თემას შეეხება, საკუთარი, ერთი ხელისმოწერით გადაჭრას, მით უფრო რომ ათასობით ადამიანმა მიმართა მას ამ თხოვნით, ის ამ ნაბიჯს არ დგამს, ამიტომ, ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ მთელი მისი გამოსვლა დღეს საქართველოს პარლამენტში, ჩემი აზრით ფუჭი და არაფრის მომცემი იყო.
მის გამოსვლაში ბევრი რამ ითქვა, რაც შეიძლება ჩემთვისაც იყოს მისაღები, თუმცა მე არ მესმის: თუ ამ სიტყვებს ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ რა შეიძლება ჩვენ ვიფიქროთ, რომ პრეზიდენტი შეზღუდულია გადაწყვეტილების მიღებაში და თავად ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის იმ საკითხზე, რომელიც პირდაპირ ეხება და ექვემდებარება მის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას? ვგულისხმობ შეწყალების თემას და ელოდება შესაბამისს შეთანხმებას მაგალითად, ქვეყნის არაფორმალურ მმართველთან? რა პოლიტიკურ გარემოში უწევს მას ფუნქციონირება, რომ გვესმის მისგან ეს სიტყვები საქართველო პარლამენტში და ამის პარალელურად ის არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ამ ურთულესს პოლიტიკურ კრიზისში, ყოველ შემთხვვეაში ერთი ძალიან პრობლემატური საკითხის მოსაგვრებლად"-განაცხადა სამადაშვილმა.
თაგები:





