
ავტორი
Front News საქართველო
მსახიობი ეკა ჩხეიძე მიიჩნევს, რომ კახი კავსაძის გარდაცვალებით, მისი პერიოდის თეატრალური ეპოქა დამთავრდა.
"კარგი მსახიობი რომ იყო ყველამ იცის, მაგრამ როგორი პიროვნება იყო და იშვიათი ბედნიერებაა, რომ ასე ყველას უყვარდეს. მე არ ვიცი ადამიანი, რომელსაც არ უყვარდა ბატონი კახი. ბედნიერი ადამიანი იყო, ძალიან წარმატებული მსახიობი და საერთოდ მისი ეპოქა დამთავრდა. აი, რაღაცნაირად, მთელი თაობა წავიდა, არაჩვეულებრივი თაობა და რაღაცა ეპოქა თეატრალური დამთავრდა", – განაცხადა ეკა ჩხეიძემ.
ლეგენდარულ მსახიობ კახი კავსაძეს, საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.
ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 85 წლის ასაკში, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს