“მთლად ბუნებრივ ბარიერს “სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვემხრობით, გარკვეული საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს”

ავტორი
Front News საქართველო
შეთანხმება თუ არ შედგა, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, რადგან შეთანხმება პრინციპულია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბუნებრივ ბარიერს არ ემხრობა, თუმცა ემხრობა ბარიერის დაწევას სამ ან ორ პროცენტამდე.
"პირველ რიგში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვემხრობით ბარიერის დაწევას, 3%-ზე ან 2%-ზე. ამაზე გვქონდა კიდეც საუბარი მოლაპარაკებებზე.
მთლად ბუნებრივ ბარიერს „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვემხრობით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ბარიერი უნდა იყოს, 2% ან 3% პროცენტი, ასეთი ბარიერი აუცილებელად უნდა იყოს. გარდა ამისა, თუ შეთანხმება არ შედგა, ცალკე არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, რადგან შეთანხმება პრინციპულია, არა ბარიერთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ და კიდევ რამდენი სხვა პარტია მოხვდება პარლამენტში, არამედ ფუნდამენტურად არის გასასწორებელი არჩევნები, როგორც დემოკრატიის მთავარი მექანიზმი ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


