მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ავტორი
Front News საქართველო
მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.
უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა




