“მტრის სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ვაგრძელებთ წინსვლას” – ზალუჟნიმ გენერალ მილისთან ბოლო შემაჯამებელი საუბარი გამართა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსს მარკ მილის ესაუბრა. ეს იყო შემაჯამებელი საუბარი, რადგან ამერიკელი გენერალი ამ კვირაში თანამდებობას ტოვებს.
საუბარში მონაწილეობა მიიღო მილის შემცვლელმა, ამერიკელმა გენერალმა ჩარლზ ბრაუნმაც.
“ჩვენ პარტნიორებთან ერთად განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება. ვაცნობეთ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ. სიტუაცია კონტროლირებადია. ჩვენმა ჯარისკაცებმა არც ერთი პოზიციის დაკარგვა არ დაუშვეს. ზოგიერთ მიმართულებით, მიუხედავად მტრის სასტიკი წინააღმდეგობისა, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელ კოლეგებს უკრაინის არმიის ძირითადი საჭიროებების – საჰაერო თავდაცვის სისტემების, არტილერიისა და საბრძოლო მასალის შესახებაც უამბო.
“ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაგრძელოთ მუშაობა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ზალუჟნიმ.
30 სექტემბერს გენერალ მილის აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსის უფლებამოსილების ვადა ეწურება. მილი ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებდა. დასამახსოვრებელი იყო მისი როლი უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ალიანსის გაძლიერებაში და ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების საკამათო გაყვანაში.
მის თანამდებობას აშშ-ის საჰაერო ძალების მთავარსარდალი ჩარლზ ბრაუნი დაიკავებს. მის დანიშვნას აშშ-ის სენატმა უკვე დაუჭირა მხარი. ბრაუნი ისტორიაში გაერთიანებული შტაბის მეორე შავკანიანი უფროსი იქნება.
ჩარლზ ბრაუნი 1962 წელს დაიბადა. ის არის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალების შტაბის 22-ე უფროსი. ბრაუნს ამერიკელი გენერლის წოდება 2018 წლის 26 ივლისს მიენიჭა. 2021 წელს აშშ-ის სენატმა ის აშშ-ის საჰაერო ძალების მეთაურად დანიშნა.
თაგები:
ვალერი ზალუჟნი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს