
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მერობის კანდიდატობის სურვილი არ აქვს. ამის შესახებ მელიამ "ტვ პირველზე", გადაცემა "პოლიტიკურ პარასკევში" ისაუბრა.
მელიას თქმით, მისი სურვილია ისეთი კანდიდატო შესთავაზოს ოპოზიციას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს დაამარცხებს.
მელიას თქმით, ამისთვის კი წინასწარ კვლევები უნდა ჩატარდეს, რომელიც რეიტინგს გაზომავს.
"მცდარია მოსაზრება, რომ ნიკა მელიას უნდა თბილისის მერობის კანდიდატობა ნამდვილად მცდარია, მე მინდა გამარჯვების კამპანიის წარმოება და გამარჯვების კამპანიაში მონაწილეობის მიღება, რომელიც დასრულდება რეჟიმის მარცხით. მინდა დავრწმუნდე, რომ ოპოზიცია შეძლებს კოორდინაციას და კოორდინაცია, რომელიც შედეგზე გაგვიყვანს და მონაწილეობა მომეცემა ეროვნულ კამპანიაში ვიყო ჩართული"
თბილისის მეორბის კანდიდატი ვარ მაგალითად. ზუგდიდში როგორ ჩავიდე? ეროვნული კამპანია როგორ ვაწარმოო?თბილისის მერობის კანდიდატურა მე მაფერხებს ბევრ საქმეში", – განაცხადა მელიამ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს