
ავტორი
Front News საქართველო
თავდაცვის მინისტრა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობების შექმნასა და განვითარებაზე.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად.
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანია და რომლის მნიშვნელობა მსოფლიოსა და რეგიონში ბოლო პერიოდის საბრძოლო მოქმედებებმა დაგვანახა, არის ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატები, ასევე რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობები. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად. კონკრეტულად „თავდაცვის ძალები 2030″ მხარდასაჭერად, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნატო-ს ქვეყნებთან ტექნიკური დეტალების დაზუსტების მიზნით“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
მინისტრის თქმით, ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების დაწყება და მისი შემდგომი განვითარება.
„დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან“, – აღნიშნა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, უკვე მიმდინარე წელს დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და 2022 წლიდან პროდუქციის გამოშვება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს