მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ძარცვის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ძარცვის მცდელობის ფაქტზე წარსულში ნასამართლევი, 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში, ძარცვის მიზნით ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია სხვის საცხოვრებელ სახლში და 1997 წელს დაბადებულ ა.წ.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ს.წ. დანაშაულის ჩადენის ადგილზევე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.





