Logo

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია 3 პირი

სამართალი
200
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს  მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის მცხეთის რაიონული სამმართველოს საგურამოს პოლიციის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი: 1979 წელს დაბადებული მ.ლ.-ს; 1995 წელს დაბადებული დ.დ.-ს და 2001 წელს დაბადებული ნ.ნ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დანაშაული თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

Advertisement