მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული გ.ფ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას ორ პირს: 1967 წელს დაბადებული კ.ჭ. -ს და 1961 წელს დაბადებულ კ.თ. -ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
პოლიციამ გ.ფ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 126-ე მუხლების პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.
თაგები:
დაკავება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს