მცხეთა-მთიანეთის რეგიონს 3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა შეემატა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მცხეთა-მთიანეთის მხარეში 3 ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი მუხრანის N1, ფასანაურის N1 და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლებს ეწვია, სადაც განახლებულ სასწავლო სივრცეებს გაეცნო და პედაგოგებს, სკოლის თანამშრომლებსა და მშობლებს შეხვდა.
მისი თქმით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროცესი მოიცავს ისეთი შენობების განახლებას, სადაც არაერთი თაობა, გამოჩენილი ადამიანი აღიზარდა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სკოლების ტრადიციებისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების შენარჩუნების კუთხით.
"სკოლების განახლება ხელს უწყობს განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და შესაძლებლობას აძლევს პედაგოგებს, სასწავლო პროცესი მაღალი სტანდარტების შესაბამისად წარმართონ. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას, რათა ჩვენს შვილებს – მომავალ თაობას კიდევ უფრო ჯანსაღი, კომფორტული სასწავლო გარემო შევუქმნათ, სადაც ისინი თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენას მაქსიმალურად შეძლებენ", – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მუხრანის N1, ფასანაურის N1 და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლებში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი. სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის: დამონტაჟებულია ლიფტი, ადაპტირებული სანიტარიული კვანძები და პანდუსი. ასევე მოწყობილია სპორტული ინფრასტრუქტურაც.
სკოლების სრული რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 10 909 313 ლარს შეადგენს.
თაგები:
რეაბილიტირებული სკოლები
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


